2011-03-18

“ევროპული ლიტერატურის” სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია

18 მარტს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ევროპული ლიტერატურის” სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი და აღნიშნული პროგრამის თანახელმძღვანელი ანა სონჩინი წარადგენს. ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია ბოლონიის უნივერსიტეტისა და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამომავლო თანამშრომლობის განხილვა და საზოგადოებისათვის კონკრეტული ინიციატივების გაცნობა.
პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ტემპუსის ეროვნული ოფისის დირექტორი და იტალიისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი