2016-01-25
ფოტოგამოფენა „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“
25 იანვარს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფოტოგამოფენა „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ დოქტორანტის, გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერის
ლაშა ასანიძის მიერ სხვადასხვა მღვიმეებში გადაღებული სურათები.
საქართველოში პირველად თსუ-ს საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგერნილი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნის მღვიმური სისტემების: მურადი, პრომეთე, კარლსბადი, სონორა, ლეჩუგია, კასტელანა და სხვ. ფოტოსურათები. მათ შორის აღსანიშნავია თსუ სპელეოლოგების მიერ შესწავლილი მურადის მღვიმეში (ნაქერალას უღელტეხილი) არსებული უიშვიათესი ნაღვენთი (სფერული) ფორმების - სტალაქტიტების ფოტოები.
ავტორმა ფოტოკოლექცია სხვადასახვა წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში შექმნა.
ფოტოგამოფენა თსუ-ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 30 იანვრამდე გაგრძელდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი