2016-09-21
ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი და სმარტ-ლაბის გახსნა თსუ-ში
21 სექტემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.
SMART|Lab-ი დაეხმარება ქართველ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებისა და მეორეს მხრივ, ღრმა თეორიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. SMART|Lab-ში მიმდინარე სამუშაოები დაეხმარება ქართველ სტუდენტებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც მოიცავს ელექტრონიკას, პროგრამირებას, კომპიუტერულ ტექნიკას, მექანიკურ და პროგრამულ ინჟინერიას, მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს, ფიზიკური პროცესების მოდელირებას და სხვა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი №047, სმარტ-ლაბი
« იხ. ყველა ანონსი