2012-11-27
სტუდენტური დებატები თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო - სტუდენტური პერსპექტივა“
27 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური დებატები თემაზე:
„ევროკავშირი და საქართველო - სტუდენტური პერსპექტივა“.
დებატებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ევროკავშირის შესახებ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის პრაქტიკის ჩამოყალიბებას და აღნიშნულ სფეროში სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.

« იხ. ყველა ანონსი