2013-12-10

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

10 დეკემბერს, 16:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის  ორგანიზებით გაიმართება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაზე შედგება ცენტრის პროექტის „საერთაშორისო სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ შედეგების პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2003-2013 წლების პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შეფასება.

შეხვედრაზე მოეწყობა ცენტრის მიერ თსუ-ს გამომცემლობასთან თანამშრომლობით გამოცემული დენიელ ლიტლის წიგნის „სოციალური ახსნის მრავალფეროვნება: შესავალი სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი