2010-12-02

პოეზიის საღამო „სამი თაობა“

2 დეკემბერს 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გიწვევთ პოეზიის საღამოზე „სამი თაობა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოეტები ჯანსუღ ჩარკვიანი, მაყვალა გონაშვილი და ლექსო დორეული. დასწრება თავისუფალია.

მის: ი. ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ II კორპუსი, III სართული, გაეროს აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი