2014-07-17

საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

17 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება რიგით მე-4 სტუდენტური კონფერენცია თემაზე „საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო მართლმსაჯულების მსოფლიო დღეს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოსაწერად 1998 წლის 17 ივლისს რომში გაიხსნა. დღეს მასში მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვმა 120 გადააჭარბა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ამ თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (107-ე აუდიტორია)

« იხ. ყველა ანონსი