2013-06-05
ქართული და თურქული ხალხური ცეკვების ანსამბლების კონცერტი თსუ-ში
5 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და თურქული ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართება.
თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლი "უნივერსიტეტი" (ხელმძღვანელი დავით კიკვაძე) რამდენიმე ქართულ ცეკვას შეასრულებს.
გირესუნის (თურქეთი) უნივერსიტეტთან არსებული სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური ცეკვების ანსამბლი (ხელმძღვანელი გოქჰან ბარუთჩუ) შეასრულებს შავი ზღვის რეგიონის ცეკვებს; მათ შორის გირესუნის ხორუმს, ტრაპიზონის ხორუმს და ზეიბეკს. ანსამბლი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან არსებულმა თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრმა მოიწვია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი