2016-12-12

თსუ ახალგაზრდული ცენტრი ერთი წლისაა

12 დეკემბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ ახალგაზრდული ცენტრი“ 1 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში, თსუ მეშვიდე კორპუსში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის დაიდგმება “პიტას სურვილების ყუთი“.

ღონისძიება ტარდება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

მისამართი: ქ.წამებულის №55, თსუ მე -7 კორპუსი,  თსუ ახალგაზრდული ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი