2010-06-24

საზაფხულო სამეცნიერო აკადემია მოსწავლეთათვის

21 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საზაფხულო სამეცნიერო  აკადემია“  გაიხსნა.

თსუ–ს საბავშვო აკადემია VIII-XII კლასის სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული 40-მდე მოსწავლე, 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემუშავებულ პროგრამაში ჩაერთვებიან. აკადემიის მოსწავლეთათვის  ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები ფრიდონ შუბითიძე (დარტმუთის კოლეჯი,  აშშ) და ზაალ კოკაია (ლუნდის უნივერსიტეტი, შვეცია)  წაიკითხავენ; სწავლის პროცესში გაიმართება ვიდეოკონფერენცია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რობოტიკის ლაბორატორიიდან, მონაწილეებს აგრეთვე ელით თსუ-ს პროფესორების და მოწვეული მეცნიერების საინტერესო ლექციები და ექსპერიმენტები.
ლექციებზე დასწრება შეუძლიათ სხვა დაინტერესებული მოსწავლეებსაც.

იხილეთ ლექციების განრიგი
« იხ. ყველა ანონსი