2013-10-21

ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის - ,,კონფორმისტის" ჩვენება თსუ-ში

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ცნობილი იტალიელი რეჟისორის,  ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის  - ,,კონფორმისტის" ჩვენება გაიმართება. ფილმში  ფაშისტური მენტალიტეტის ერთგვარი ანალიზია მოცემული. ჩვენების დასრულების შემდეგ მოეწყობა ფილმის განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტოლოგები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი