2012-04-05
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია
5 აპრილს, 17.00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია. ლექსიკონი თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის“ თაოსნობით გამოიცა. ლექსიკონის მთავარი რედაქტორია ნათელა ბეპიევი.მისამართი: რუსთაველის გამზ. #52, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზი. « იხ. ყველა ანონსი