2012-04-05

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია

5 აპრილს, 17.00 საათზე  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია. ლექსიკონი თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის“ თაოსნობით გამოიცა. ლექსიკონის მთავარი რედაქტორია ნათელა ბეპიევი.

მისამართი: რუსთაველის გამზ. #52, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი