2017-11-20
ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია თსუ-ში
20 ნოემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია
„თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები: ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და ლოკალური გამოწვევები“ გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში
ლაილა ომარ გადი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში
იოს დაუმა, ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მენეჯერი
პიტერ დანისი, იუსტიციის მინისტრი
თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
კახა კახიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ნინო გვენეტაძე, სახალხო დამცველი
უჩა ნანუაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.
პროფესორ ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია კლევერინგას შეხვედრების ფარგლებში ტარდება, რომელსაც ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას ცნობილი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ ყოველწლიურად მართავს. პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს თავისი გამოსვლით გერმანელი ოკუპანტების მთავრობის ბრძანებით ებრაელი კოლეგების უნივერსიტეტიდან გათავისუფლება გააპროტესტა. 1946 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები მთელ მსოფლიოში მართავენ საჯარო ლექციებს აქტუალურ თემებზე.
20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღებიდან 28 წელი სრულდება. კონვენციამ გაზარდა ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვაზე მთელ მსოფლიოში, მთავრობების, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ნაციონალური უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე ომბუდსმენის აპარატის ძალისხმევით ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი გადაიჭრა, თუმცა ყველა ბავშვმა ვერ ისარგებლა კონვენციით მინიჭებული უფლებებით. ბავშვთა გარკვეული ჯგუფები კვლავ რჩებიან მარგინალიზებული. პროფესორ ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია ეძღვნება ბავშვთა უფლებებს, განხილული იქნება ის საკვანძო საკითხები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში ბავშვთა საერთაშორისო უფლებების გამოყენებას უკავშირდება.
საჯარო ლექცია ლეიდენის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციისა და იუნისეფის მხარდაჭერით იმართება.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია