2012-11-20
ვირტუალური სალექციო კურსი - “ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა”
20 ნოემბერს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება მასპინძლობს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ სალექციო კურსს თემაზე - “ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა”.
ვირტუალურ ლექციაზე ისაუბრებენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე კავკასიაში. ამ თემის შესახებ სასაუბროდ მოწვეული არის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიჯიტ ბრინქი. ონლაინ რეჟიმში აგრეთვე ჩაერთვებიან აშშ-ის ელჩი ბაქოში, რიჩარდ მორნინგსტარი და აშშ-ის ელჩი ერევანში ჯონ ჰეფერნი.
ზემოაღნიშნული კურსი, რომელიც მოიცავს რვა სალექციო თემას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ, დაიწყო აშშ-ის საელჩოს ინიციატივით 2012 წლის 16 ოქტომბერს. ლექციები ტარდება ონლაინ რეჟიმში ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების მიერ და მას ტელეხიდის საშუალებით უერთდებიან სტუდენტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. 2011-12 წლებში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ განახორციელა ვირტუალური ლექციების ორი ციკლი, რომელიც მიეძღვნა არჩევნების თემას და კონფლიქტების გადაწყვეტის გზებს ამერიკის ისტორიაში. ლექციის მონაწილე სტუდენტებს კურსის დასრულების შემდეგ გადაეცათ სერტიფიკატები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ივ. ჯავახიშვილის სახ. აუდიტორია)
« იხ. ყველა ანონსი