2014-05-06

თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უერთდება ,,საბიბლიოთეკო კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და 6 მაისს, 15:00 საათზე გამართავს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემები და რესტავრირებული წიგნების ნიმუშები.
ასევე მოხდება ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების წარდგინება.

მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი