2011-10-28

საერთაშორისო კონფერენცია: ,,სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები“

28 და 29 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია  ,,სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები“ გაიმართება. კონფერენცია 28 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიხსნება. კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ციურიხის (შვეიცარია) ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

მის: უნივერსიტეტის ქ.№2,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაღლივი კორპუსი, აუდიტორია  №206
« იხ. ყველა ანონსი