2011-06-15

”ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და დაცვის მექანიზმები”

15 ივნისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტისა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI Economic Prosperity Initiative) პროგრამის ფარგლებში გაიმართება ლექცია თემაზე ”ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და დაცვის მექანიზმები”.
მომხსენებლები იქნებიან: ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში ტიმ ტრეინერი; საქპატენტის გამოგონების, დიზაინის და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი ზვიად მათიაშვილი და სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქურდიანი.
პროგრამის EPI Economic Prosperity Initiative ფარგლებში სტუდენტებისთვის ლექციები გაიმართება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი; მე–3 სართული, რუმინეთის აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი