2014-04-26

ამერიკული მუსიკის საღამო

26 აპრილს, 17:00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეორე ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ამერიკული მუსიკის საღამო. დასწრება თავისუფალია.

სტუდენტთა კონფერენცია წელს მეორედ ტარდება და ეძღვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების 50–ე წლისთავს.

მისამართი: ი.ჭავჭვაძის 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი