2015-07-23

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის

23 ივლისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა და ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი ნინო ჯღამაძე.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები აცნობიერებენ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას განათლების, სამედიცინო მეცნიერებისა და ჯანდაცვის დარგში, რაც წარმოადგენს მათ საერთო ინტერესს; მიზნად ისახავენ სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემას, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას; ინსტიტუტი წარმოადგენს უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზას საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში; მხარები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სტრუქტურის, სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი