2014-04-25

სტუდენტური ფორუმი

25 აპრილს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება. ფორუმზე  ფაკულტეტების საბჭოების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებებს წაიკითხავენ მათი ავტორები - თსუ  დოქტორანტურის სტუდენტები. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატი და წამახალისებელი თანხა 1500 ლარის ოდენობით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი