2013-04-19
„რამდენიმე სურათი თეატრის ცხოვრებიდან ანუ ინტერვიუ ჭოლასთან“
19 აპრილს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი გამართავს დავით გუჯაბიძის დოკუმენტური ფილმის ჩვენებას -
„რამდენიმე სურათი თეატრის ცხოვრებიდან ანუ ინტერვიუ ჭოლასთან“.
ფილმი გადაღებულია 2005 წელს, სცენარის ავტორი და რეჟისორია დავით გუჯაბიძე. ფილმში ასახულია სპექტაკლზე მუშაობის პროცესი - რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა) „თეატრალურ სარდაფში“ ავქსენტი ცაგარლის პიესის მიხედვით „ხანუმას“ დგამს. მაყურებელი ხედავს და თავად არის მონაწილე იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება ისტორიული ფაქტები და მოტივები რეჟისორის, მხატვრის, კომპოზიტორისა და მსახიობების მუშაობის შედეგად ფერადოვან და მხიარულ სანახაობად, რომელსაც მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი