2018-05-16
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დღეები თსუ-ში
16 მაისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის კვირეულის ფარგლებში, გაიხსნება ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების
კონფერენცია: „ინგლისური ფილოლოგია: გუშინ, დღეს, ხვალ.“ კონფერენცია
ეძღვნება საქართველოსა და მთელ რეგიონში პირველი დოქტორი ქალი ანგლისტის
მერი იანქოშვილის დაბადებიდან 100-წლისთავს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანა ამ დარგის განვითარებაში. კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია:
თარგმანმცოდნეობა, ლექსიკოგრაფია, ლიტერატურათმცოდნეობა და ლინგვისტიკა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.