2012-06-25

„ჩვენი ხელებით“

25 ივნისს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ჩვენი ხელებით“ დასკვნითი საღამო გაიმართება. პროექტი „ჩვენი  ხელებით“ პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალი ინიციატივა საქართველოში ინტეგრაციისთვის.“ დასკვნით საღამოზე  წარმოდგენილი იქნება პროექტში მონაწილე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა საკონცერტო ნომრები. საღამოს დაასრულებს ანსამბლ „გორდელას“ კონცერტი.
მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი « იხ. ყველა ანონსი