2011-05-06

საჯარო ლექცია: სისხლის სამართლის თანამედროვე პოლიტიკის საკითხები

იააპ დე ვაარდი
საერთაშორისო ექსპერტი
ნიდერლანდის უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს
სამართლის აღსრულებისა და დანაშაულის კონტროლის დეპარტამენტის
უფროსი მრჩეველი სისხლის სამართლის პოლიტიკის საკითხებში

2011 წლის 6 მაისი, 16:00 სთ.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (თსუ II კორპუსი, I სართ.)


2011 წლის 6 მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში იააპ დე ვაარდი, სისხლის სამართლის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი წაიკითხავს ლექციას თემაზე „სისხლის სამართლის თანამედროვე პოლიტიკის საკითხები“.

იააპ დე ვაარდი იყო ევროპის კომისიის ფარგლებში მოქმედი დანაშაულის პრევენციის ევროპული ქსელის პირველი მდივანი (იხ. იააპ დე ვაარდის ბიოგრაფია). იგი ამჟამად, აგრეთვე, მკვლევარის სტატუსით მოღვაწეობს ნიდერლანდის ქალაქ ტილბურგის უნივერსიტეტის ვიქტიმოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტში. მას გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ნაშრომები დანაშაულის პრევენციის მოდელებსა და დანაშაულის კონტროლის მექანიზმებზე.

დე ვაარდი საქართველოს ეწვევა არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციისადმი მიძღვნილ კონფერენციასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით. ამასთანავე, იგი შეხვედრებს გამართავს ქართველ პროკურორებთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ლექცია განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სისხლის სამართლის პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.

შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

                           
     იხ. მოხსენების ტექსტი:      
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი

« იხ. ყველა ანონსი