2015-10-13

"ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი