2017-08-17

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდებიან

17 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდებიან.

დაგეგმილ შეხვედრას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, თსუ-ს რექტორის მოადგილე, მიხეილ ჩხენკელი და ადმინისტრაციის წევრები დაესწრებიან.

შეხვედრა ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ, 13:45 საათზე დაიწყება და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

აღნიშნულ შეხვედრაზე კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ხელს მოაწერენ 5-წლიან ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამავე ღონისძიებაზე ვეტერან კალათბურთელ ვაჟა გვანცელაძეს მიენიჭება სპორტის რაინდის წოდება.

მისამართი: თბილისის სპორტის სასახლე (26 მაისის მოედანი).
« იხ. ყველა ანონსი