2012-03-12
ქალთა საკითხი საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე
12 მარტს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ფოტოგამოფენა ,,ქალთა საკითხი საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“. ფოტოგამოფენას გახსნის თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. გაეროს მიერ განხორციელებულ პროგრამაზე ისაუბრებს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ბატონი ჯეიმი მაქგოლდრიკი. ღონისძიების მიზანია გაეროს პარტნიორებს - სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას გააცნოს ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივა. ღონისძიება ასევე ასახავს წარსულში ,,ქალთა საკითხის“ ირგვლივ გამართულ დებატებს და მოსაზრებებს. იმ საკითხებს, რომელიც დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რომელიც ყოველთვის მიმართული იყო გენდერული თანასწორობის მიღწევისაკენ. გამოფენა წარმოაჩენს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მოღვაწე ქალებს, მათ ისტორიებს, ნარკვევებს, წერილებსა და პუბლიკაციებს, ასევე იმ მამაკაცებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალთა ემანსიპაციას.მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი