2016-11-17
გამოფენა - „ლევილ-სიურ-ორჟის ქართული მამული 1922-2016“
17 ნოემბერს, 9:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ლევილ-სიურ-ორჟის ქართული მამული 1922-2016“ გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილი კონფერენციის „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები“ ფარგლებში გამართავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს ლევილის მამულის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შესყიდვას, მამულის მფლობელობის, მემკვიდრეობისა და მართვა-გამგებლობის საკითხებს. დამთვალიერებელი ასევე იხილავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა წერილებსა და პირად დოკუმენტებს; ფოტო-კოლაჟს ლევილის მამულისა და იქ მცხოვრები ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების შესახებ.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ცენტრალური ფოიე
« იხ. ყველა ანონსი