2013-12-05

თსუ-სა და ევროპის საბჭოს ერთობლივი კონფერენცია

5 დეკემბერს, 09:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და ევროპის საბჭოს ერთობლივი კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის განხორციელების შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ საქართველოს თაობაზე მომზადებულ ანგარიშსა და რეკომენდაციების შესრულებას ეძღვნება.
             
კონფერენციაში საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი