2013-03-14

ტარიელ ხარხელაურის საღამო თსუ-ში

14 მარტს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული „კლუბი 93-ე აუდიტორია“   ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის საღამოს გამართავს. ცნობილი ქართველი ლიტერატორები და საზოგადო მოღვაწეები ისაუბრებენ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებაზე, უნივერსიტეტის სტუდენტები წაიკითხავენ პოეტის ლექსებს, შესრულდება ტარიელ ხარხელაურის ლექსებზე დაწერილი სიმღერები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი