2017-03-20

თსუ სტუდენტთა მხატვრული ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა

20 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თსუ სტუდენტთა მხატვრული ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, III სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი