2013-11-26

თსუ რექტორის 100-დღიანი ანგარიში

26 ნოემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც რექტორი 100 დღის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. 

აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 2013 წლის 16 აგვისტოს აირჩიეს.  თსუ რექტორის არჩევნებზე რეგისტრირებული  13 კანდიდატიდან 10 ხმა ვლადიმერ პაპავამ მიიღო.

პირველ სამუშაო დღეს, 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პაპავამ საზოგადოების წინაშე რექტორობის 100-დღიანი ანგარიშის წარდგენის პირობა დადო. 

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.№1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №107

« იხ. ყველა ანონსი