2012-11-09

ვახტანგ ბააკაშვილის წიგნის „ეზოპეს“ პრეზენტაცია

9 ნოემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  ვახტანგ ბააკაშვილის წიგნის „ეზოპეს“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში მოთხრობილია დიდი ბერძენი მწერლის, იგავ-არაკული ჟანრის ფუძემდებლის ეზოპეს ცხოვრების შესახებ, რომელსაც ავტორი მის იგავ-არაკებთან აკავშირებს.  წიგნი  2012 წელს გამომცემლობა „პეგასში“ დაიბეჭდა.

მისამართი: თსუ I კორპუსი,  ი.ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი