2016-12-08
საჯარო ლექცია თემაზე "ქართული სასმელი წყლის ინდუსტრია"
8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტისა და სტუდენტების ინიციატივით ტარდება საჯარო ლექცია თემაზე "ქართული სასმელი წყლის ინდუსტრია", რომელსაც წაიკითხავს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პაატა გიორგაძე. პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს დარგობრივ მიმართულებებს, მათ შორის განათლების სისტემის სრულყოფასა და სტუდენტთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, 317-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, 317-ე აუდიტორია