2014-12-02

საჯარო ლექცია თემაზე: “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეთიკა - საკვანძო საკითხები სოციალური მუშაკებისა და იურისტებისთვის”

2 დეკემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეთიკა - საკვანძო საკითხები სოციალური მუშაკებისა და იურისტებისთვის“.

ლექციას გაუძღვებიან ბრიტანელი ექსპერტი, კრიმინოლოგიის პროფესორი რობ კანტონი, მოსამართლე რენატე ვინთერი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელი და ბრიტანელი ექსპერტი რანდელ ბაროუზი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ექსპერტი პრობაციის საკითხებში.

საჯარო ლექცია ორგანიზებულია  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

დასწრება თავისუფალია. უზრუნველყოფილი იქნება ლექციის ქართული თარგმანი.

მისამართი: ი.ჭავავაძის 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №115

« იხ. ყველა ანონსი