2014-10-10
„ისტორიული მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი წრის“ გაფართოებული სხდომა
10 ოქტომბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ისტორიული მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი წრის“ გაფართოებული სხდომა გაიმართება.
მოხსენებას თემაზე "მასალები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დასავლეთ ევროპის არქივებში" წაიკითხავს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ბექა კობახიძე.
მოხსენების დროს განხილული იქნება შემდეგი თემები:
1. დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივში დაცული პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრული კრებული: მინისტრთა კაბინეტის, საგარეო და თავდაცვის სამინისტროების მასალები.
2. ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საგარეო მინისტრის - ლორდი კერზონის პირადი არქივი.
3. ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში დაცული, 1919-1920 წლებში სამხრეთ კავკასიაში მისი უდიდებულესობის უმაღლესი კომისრის - ოლივერ უორდროპის პირადი არქივი.
4. ბრიტანეთის სამხედრო მუზეუმში დაცული, 1920-1921 წლებში მისი უდიდებულესობის უმაღლესი კომისრის - პოლკოვნიკ სტოქსის პირადი არქივი.
5. ლონდონის ქინგს კოლეჯში დაცული, 1918-1921 წლებში ბრიტანეთის შავი ზღვის ძალების სარდლის - გენერალ ჯორჯ მილნის პირადი არქივი.
6. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს არქივი/AMAE.
7. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი/SHAT.
8. პროფესორ ილია ტაბაღუას მიერ 1980-იან წლებში რომიდან ჩამოტანილი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც დღეისათვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
9. შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის არქივები.
11. მსოფლიოსა და ქართული ყველაზე დიდი გაზეთების კრებულები New York Times, The Times, Le Temps.
მისამართი: მელიქიშვილის ქ.№ 10, მესამე სართული, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
« იხ. ყველა ანონსი