2014-10-09
თანამშრომლობის მემორანდუმი
9 ოქტომბერს, 11.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თნამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს საერთაშორისო ევროპული ინსტიტუტების კოალიციის: ევროპულ-ქართული საერთაშორისო მოძრაობასა და ევროპულ-ქართულ საზოგადოებასთან. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, ევროპულ-ქართული საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი
ნესტან კირთაძე, ევროპულ-ქართული საზოგადოების პრეზიდენტი
ანა რეხვიაშვილი მოაწერენ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები იზრუნებენ უნივერსიტეტის საზღვარგარეთ სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონტაქტების გაღრმავებაზე, რაც გამოხატული იქნება სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობაში; ერთობლივად მოაწყობენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი