2014-11-25

ლევან ჭოღოშვილის გამოფენა-პრეზენტაცია “ერთი ნამუშევრის გამოფენა”

25 ნოემბერს, 15.00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართველი ხელოვანის - ლევან ჭოღოშვილის გამოფენა-პრეზენტაცია “ერთი ნამუშევრის გამოფენა”.

ავტორი წარადგენს თავის ერთ ნამუშევარს და ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე. ასევე გაიმართება დისკუსია ხელოვანსა და დამსწრე საზოგადოებას შორის. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ინიციატივით ხორციელდება  .

 მისამართი:  ი.ჭავჭავაძის  N1, თსუ I კორპუსი, მე-3 სართული, გალერეა « იხ. ყველა ანონსი