2014-10-03
ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების პერსონალური გამოფენა
3 ნოემბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული საუკუნის ე.წ. 60-ელ მხატვართა თაობის წარმომადგენლების, ტყუპი ძმების,
ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების მე-8 პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე მხატვრების 54 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ავთანდილ ვართაგავა ფერმწერი, გრაფიკოსი, პოეტი და ხელოვნებათმცოდნე გახლდათ. იგი 1966-78 წლებში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში, ხოლო ტარიელ ვართაგავა ფერწერასა და გრაფიკაში მოღვაწეობდა. ის ასევე წერდა ლექსებს, იყო ხატმწერი. ორივე შემოქმედისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრესკული მხატვრობა და ხატწერა. ძმები ვართაგავები პერსონალურ გამოფენებს აწყობდნენ თბილისში, ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფურ ექსპოზიციებში ამიერკავკასიასა და საქართველოში. მათი ნამუშევრები დაცულია აშშ-ის, კანადის, რუსეთის, იტალიის, გერმანიის კერძო კოლექციებში.
1970-74 წლებში ლადო გუდიაშვილის რედაქტორობით ორჯერ გამოიცა ძმები ვართაგავების შემოქმედების ამსახველი კატალოგი. მათ მიერ შექმნილ პოეტურ-ლირიკული ხასიათის კომპოზიციებში მძლავრად აისახა სხვადასხვა რომანტიკულ-აბსტრაქტული თემატიკა: ხელოვნება, მუსიკა, ტრფობა; თავი იჩინა ფანტასტიკისადმი მათეულმა დამოკიდებულებამაც; იგრძნობა სიურეალიზმის გავლენა, პლასტიკურობისა და ბუნებრივი ფორმების მრავალსახოვნად წარმოჩენის სურვილი. მათი მხატვრობის თავისებურება თემატურ-შინაარსობრივი მრავალფეროვნებაა.
მხატვრებმა სხვადასხვა დროს გრაფიკულად გააფორმეს მსოფლიოს გამოჩენილი მწერლების წიგნები (ედგარ პო, ლევ ტოლსტოი, უილიამ ფოლკნერი, ჯონ გოლზუორთი), ასევე ქართველი პოეტების კრებულები.
ტყუპი ძმების, ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების პირველი პერსონალური გამოფენა 1965 წელს სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, III სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი