2016-04-07
თსუ სტუდენტს რექტორის სტიპენდია გადაეცემა
7 აპრილს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიატი დაჯილდოვდება. თსუ რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2015/16 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მერვე სემესტრის სტუდენტი ეთერ კოტრიკაძე გახდა. დაჯილდოების ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის წევრები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით 2013/14 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად სპეციალურმა კომისიამ შეარჩია მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის სტუდენტი, რომელიც რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას -250 ლარს მიიღებს.
სტიპენდიატი სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა დამატებით კრიტერიუმებს - სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, სამეცნიერო სტატიების და პუბლიკაციების გამოქვეყნების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი