2014-11-07

დოქტორანტ ზურაბ თარგამაძის მოხსენება „რა არის ისტორია?“

7 ნოემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ისტორიული მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი წრის“ მორიგი სხდომა გაიმართება.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ზურაბ თარგამაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „რა არის ისტორია?“

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: მელიქიშვილის ქ. № 10, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, მესამე სართული, წყაროთმცოდნეობის განყოფილება

« იხ. ყველა ანონსი