2019-09-20

კარლ-ერიკ ნორმანის საჯარო ლექცია:"კულტურული დიპლომატიის რელევენტურობა უნივერსიტეტისთვის"

20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლის და გენერალური მდივნის კარლ-ერიკ ნორმანის   საჯარო ლექცია თემაზე: "Relevance of Cultural Diplomacy for a University". ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

 

მისამართი: თბილისი, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107.
« იხ. ყველა ანონსი