2017-04-11
სპექტაკლი "მაპატიე"
11 აპრილს, 14:00 საათზე, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება სპექტაკლი
"მაპატიე". სპექტაკლი ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტების ინიციატივით დაიდგა და გენდერული თანასწორობის თემას ეხება. მასში მონაწილეობენ სპექტაქლის რეჟისორი და სცენარის ავტორი:
ანარ რაფიგოღლუ (გუმბათოვი), ასევე ლეილა აქპეროვა, რაბილ ისმაილოვი, მანდარ სარდაროვი, შენაიატ სადიკოვი.
სპექტაკლი იმართება " ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 90 წუთი, მისი დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მისამართი: ქ. წამებულის 55, თსუ VII კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი