2016-04-07

სუზან შვარცის ვორქშოფი: თანასწორთა უკუკავშირის (Peer Feedback) სარგებელი მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის

7 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიადრინას უნივერსიტეტის კომპეტენციებისა და კვლევაზე პროენტირებული სწავლის ცენტრის თანამშრომელი, სუზან შვარცი თსუ-ის პერსონალისათვის ჩაატარებს ვორქშოფს შემდეგ საკითხზე:  ,,თანასწორთა უკუკავშირის ( Peer feedback ) სარგებელი მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის".

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან თანასწორთა უკუკავშირის რაობას, თეორიულ შესავალს. წარმოდგენილი იქნება მაგალითები თუ როგორ შეიძლება თანასწორთა უკუკავშრის ორგანიზება პირისპირ და დისტანციური მეთოდებით.  

დასწრება თავისუფალია.    

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით), მეორე სართული.
« იხ. ყველა ანონსი