2019-11-26

საერთაშორისო კონფერენცია: „Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020“

26 ნოემბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020“. 

კონფერენციის  მიზანია საქართველოს მიერ 2016 წელს „ჰორიზონტი 2020“-ში ასოცირებულ წევრად გახდომიდან დღემდე მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე ქართული ორგანიზაციების მხრიდან უფრო წარმატებული განაცხადების მომზადებისათვის გზებისა და პრაქტიკული რჩევების გაცემა. ამ უაღრესად ინტერაქტიული ღონისძიებაზე მოხდება ინფორმაციის მიწოდება და ჩატარდება სამუშაო სესიები, რომელიც მიეძღვნება მსჯელობას უფრო ეფექტიან და გაზრდილ მონაწილეობას  „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსებში, ასევე ევროპის ინოვაციების საბჭოს კონკურსებს. შუადღის სესია კი დაეთმობა მარია სკლადოვსკა-კიურის პროგრამას და პრაქტიკულ ტრენინგს პროგრამის შესაძლებლობების უკეთ გამოყენების შესახებ.
კონფერენციაში პრეზენტაციებს წარმოადგენენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის და ევროკომისიის  მარი სკლოდოვსკა-კიურის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებისთვის პრაქტიკული რჩევებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციის ერთერთი სესია დაეთმობა "ჰორიზონტი 2020" პროგრამის კონკურსებში გამარჯვებულ მკვლევრებს.

 
 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია N107

« იხ. ყველა ანონსი