2010-04-29

პროექტი “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” გრძელდება

2010 წლის 29 აპრილს 15:30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  სისხლის სამართლის მიმართულების  ბიბლიოთეკაში (II  კორპუსი,  II   სართ.) გაიმართება კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის ხელმძღვანელის ოლექსი ჰარანის შეხვედრა  სტუდენტებთან  თემაზე  „  არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში  “  .

შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებანი, უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებ ში მონაწილე პრეზიდენტო ბის კანდიდატები და მათი პოლიტიკური შეხედულებანი, 2010 წლის უკრაინის არჩევნების შედეგები და საქართველო-უკრაინის ურთიერთობ ისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრა ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით “ ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები არიან ივ . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – „ ადვოკატი “.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო “.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი