2013-10-24
გლობალური კვლევის “ჩემი სამყაროს“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგების პრეზენტაცია
24 ოქტომბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გ
ლობალური კვლევის - MY World/ჩემი სამყარო საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგების პრეზენტაცია .
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი დაესწრებიან.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში გამოკითხულთა 80% შემდეგი ათწლეულის პრიორიტეტებად განათლების (78%), დასაქმებისა (71%), და ჯანდაცვის (66%) გაუმჯობესებას ასახელებს. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ასევე კარგი მმართველობა, რომელსაც გამოკითხულთა 49% ანიჭებს უპირატესობას.
კვლევაში, რომელიც ზაფხულში დაიწყო, საქართველოში 3 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაცემები შეგროვდა ფოკუს ჯგუფების, ვებგვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.
გამოკითხვის მიზანია გაარკვიოს, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. უპრეცედენტო საერთაშორისო პროცესმა მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. გამოკითხვის მონაწილეები ავსებენ კითხვარს და 16 ჩამოთვლილი საკითხიდან, პირადად მათთვის მნიშვნელოვან ექვს პრიორიტეტს ირჩევენ.
„ჩემი სამყარო“ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით და საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ 1 კორპუსი, აუდიტორია №107
« იხ. ყველა ანონსი