2012-06-05

„გახდი ერთი დღით პრივატბანკის დირექტორი“

5 ივნისს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „პრივატბანკთან“ ერთობლივი პროექტის „გახდი ერთი დღით პრივატბანკის დირექტორის“ გამარჯვებულის დაჯილდოება.
თსუ-სა და  პრივატბანკის ერთობლივი პროექტი "გახდი ერთი დღით პრივატბანკის დირექტორი" 3 ეტაპად ჩატარდა - 2012 წლის 24 მაისიდან 5 ივნისამდე. მასში თსუ–ს 36 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
კონკურსანტებმა სხვადასხვა გუნდური თუ ინდივიდუალური დავალები შეასრულეს. გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე.
პროექტის ფინალისტები გაივლიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით. ხოლო საუკეთესო მოთამაშე ერთი დღით გახდება პრივატბანკის დირექტორი.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სხვა ფასიანი პრიზები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სხდომათა დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი