2012-07-05

საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის პრეზენტაცია

5 ივლისს, 13:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის (ორ წიგნად) პრეზენტაცია გაიმართება.
კომენტარის ავტორები არიან ლევან ნადარაია (საკონსულტაციო კომპანია „ალექსანდრე“-ს საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი), დოქ. ზვიად როგავა (კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი საჯარო სამართალში), კახა რუხაძე (უფროსი საგადასახადო მენეჯერი,  KPMG-საქართველო) და ბონდო ბოლქვაძე (საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მენეჯერი, USAID – EPI).
კომენტარი შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროგრამების – აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „მართლმსაჯულების დამუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ (JILEP) და „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI) – მეშვეობით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ  I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი